ოცნების ქოხებს
ჩემი ოცნების ქოხებს, მთვარის ვახურავ ყავარს, ვსვამ გემრიელს და ოხერს ჯოჯოხეთივით ყავას. დროს გრძნეულივით ვსინჯავ, რომ სასწაული ვნახო და ფაიფურის ფინჯანს ძველი რომივით ვამხობ. მონას, მეფეს თუ ბელადს, შვენით მგოსნების ალყა, სახრჩობელაზე ყველა დროის ნერონი ამყავს. მუზის უბადლო ცაო, შენც აგამაღლა დრომა, დიდი მადლობა ძმაო, ფიქრის უფლება რომ მაქვს. ვხუჭავ თვალებს და... ვბედავ ასე რას უნდა გავხდე, რა ეშველებათ ნეტავ ფიქრში დამხობილ ტახტებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი