საქართველომ ქროლვისაო
კაციშვილი ვერ დაგწამებს ზარია თუ ნაღარაო, საქართველო მომვარდა და, დამამხო და, დამყარაო. კაცისშვილი ვერ დაგწამებს ავსებავ თუ გავსებაო, საქართველომ ამჩეხა და, ამკაფა და, ამსხეპაო. კაცისშვილი ვერ დაგწამებს მირონი თუ სამსალაო, საქართველომ გამქურდა და, გამზიდა და, გამცალაო. კაცისშვილი ვერ დაგწამებს ჯამ-ჭურჭელის ჯახითაო, საქართველომ დამათრო და, გამბორკა და გამყიდაო კაცისშვილი ვერ დაგწამებს საქართველომ ქროლვისაო. ღმერთი ჩემი, ენა ჩემი, წიგნი ჩემი, მოისრაო. შენ კი... ლამის რაინდულმა მოთმინებამ აგატიროს, კაცო, რამდენს აპატიე... და რამდენს უნდა აპატიო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი