საქართველოში ისევ ვბერდები..
იტყვი? ვერ იტყვი ეს დრო, ეს წლები, კაცურკაცობის მაკლდა მარილი და შენს ტაძართან ჩემი ლექსები, იდგა აღდგომის მათხოვარივით. იტყვი? ვერ იტყვი, ჩემი სახელი, გეყუდებოდა გულზე მთვრალივით, მაინც დაღლილი დამაქვს ნაღველი, გაშვილებული ბალღის თვალივით. ოცნება მუდამ დარჩეს ოცნებად, კი, გაღმა ნაპირს როსმე ვეწვევი, აქ ჩემი დღე და ჩემი მოსწრება, მატრაბაზების ჯირითს ვესწრები. რა ვქნა! კლარჯული მზის ხავერდები, ცეცხლს საყელოში ლერწამს უკიდებს, საქართველოში ისე ვბერდები, რომ თბილისს ლექსი ვერ წავუკითხე!...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი