საქუნჩლეში ქარი ქროდა
საქუნჩლეში ქარი ქროდა, ბჟიორები ბოჟირობდნენ ქარში, აბრუებდა ფიცრის ოდას სუნი სხვენქვეშ გამოტანილ ვახშმის. მამა კვენდღებს წირეხავდა, ლაფაროსთან მობანცალე ბინდში, ძაღლი ნალის ნატეხს ხრავდა, პატრონივით კეთილი და ფინთი. დედა გოგოს გულს კენკავდა მორთული და მოლამუნე ენით. - არ წავყვები, ჭადის მადლმა, ნენი, თავი დამანებე ნენი! - არა სახლში დაგაბერებ! - ბუხარივით ღუღუნებდა დედა, - ნენი თავი დამანებე! - და ჭიშკართან, ფური ჩრდილებს ფლეთდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი