სიბერის ლექსი


შენ რომ ქუდი შემიბრუნე,
შენ რომ გული მომტაცევი...
აწი რაღაი, ქედნიმხარში
ვეღარ შეგელომკაცები.
ნეტაი იმ დროს,ტანხერტალავ,
ლენკარით თუ ბოკელათით,
სათიბში რომ შეგისწრებდი,
ზვინებში რომ მოგბელავდი.
ნეტაი იმ დროს! შენს წამწამებს
რომ სცვიოდა ია მთების,
აწი გულის კუკულებზე
ვეღარ დაგინიავდები.
დეიზრდება, დეიყივლებს,
ი, ჭიორაი ჭუჭულები,
მე კი ყირმიზ ყურისძირში
ვეღარ ჩეგეფურჩულები.
კედლისკენ მაქვს პირი ახლა,
კედლებს ჩხვერენ ქორბუდები,
ღმერთმა იცის, სასიკეთოდ,
შენსკენ თუ გადმოვბრუნდები,
ვაიმე!_ რაფერ გიბერდები,
და... რაფერ გინათესავდები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი