სიყვარული მინდოდა


მე რომ გოგო მინდოდა,
მინდორ-მინდორ მივდოდა,
ნეტავ რომელ მინდორში?
ნეტავ რომელ მინდორთან?...
მოლზე ალვა ბინდობდა,
შორს მიმინო ფლიდობდა,
ნეტავ რომელ მინდორში?
ნეტავ რომელ მინდორთან?
მზე სიცილით მინდოდა,
ცა თვალებით მინდოდა,
ნეტავ რომელ მინდორში?
ნეტავ რომელ მინდორთან?
თორთქალო და სხივტოტა,
მინდორ-მინდორ მივდოდა,
განა რამე ისეთი?
სიყვარული მინდოდა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი