ქალი, სამლოცველო..
დაცხრა ყვავილთა და ფერთა ბატალია, ახლა ველთაშიგან ქარნი კრიახობენ, რაღაც... მდიდრობის და ძარცვის ბადალია, ქალთან სიცოცხლე და ქალთან სიახლოვე. რა ვქნა, ვერ ვიყავი ბრგე და ახოვანი და სულ ვაღმერთებდი ამ წვას, ამ იარებს, ქალი სამლოცველო, მაღალთაღოვანი, მაინც მლოცველების ერთად გავიარე. ქალთან ვერ ვიგლოვე ჩემი მარტოობა, ქალთან ვერ გავძეხი ჩემი მარტოობით, მუდამ შორეული ვნება მპატრონობდა, მუდამ შორეულის სურვილს ვპატრონობდი. ვიცი, უღმერთობა ღმერთსაც უხარია, მაგრამ ამნაირი? მაგრამ ამოდენი? ისე შეშლილია ჩემი მწუხარება ეჭვის ტყეებიდან ვის არ გამოდენის. ღმერთო დიდებულო მოვედ აღსარებად, ამ ბრმა აგონიით ალბათ განგებ მცდიდი, ისე ძვირფასია ჩემი გამწარება, არცერთ სიხარულში რომ არ გაგიცვლიდი. დაცხრა ყვავილთა და ფერთა ბატალია, ახლა ველთაშიგან ქარნი კრიახობენ, რაღაც... მდიდრობის და ძარცვის ბადალია, ქალთან სიცოცხლე და ქალთან სიახლოვე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
რა კარგი ლექსია