შუახევური სახუმარო
სევფომ თქვა, - ხიმშიაშვილის, - ქალი სიზმარში მკოცნდა, იმდენს მკოცნიდა მოცლილი, კიღამ კოცნები მომწყინდა, გულბალანი ხომ მომრუჯა, ბაგე-ტუჩი ხომ მომცვითა, ეგ დაფეხვილი ნამსხვანი, ერთიან ამიღორძინდა. მაგრამ რა!.. გამომეღვიძა და ჯავრი გამიორწილდა, ძველ სექვზე ვეგდე ძმობილო, ბალახბულახის ძონძითა, რომლი ხიმშიაშვილის, - ქალი პირსავსე ძოწითა, რომლი ხიმშიაშვილის, - ქალი, ჩინჩხვარი კოცნითა, რომლი ხიმშიაშვილის, - ჩემი მწეწდა და მძოძნიდა, - ადექ!... შე ბერთემბელაო, ამოსაგდებო კორძითა! ვდგავარ და ხევხურს ჩავძახი, აყვავებული ბორცვიდან, გავძახი მთებს და სათიბებს, ჩემი ჯან-ღონით მორცხვითა, აღარ მაქვს თავის იმედი, ეჰ, სიბერესთან მივედი, თვარა ერთ ქალზე რა დამტევს, იმღამინდელი კოცნითა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი