ჭკვიანი ქალი დასცინის ლამაზს
ჭკვიანი ქალი დასცინის ლამაზს, ლამაზი ქალი დასცინის ჭკვიანს, სულ ასე იყო ამ ქალურ თამაშს, ადამის ვაშლის ნაფცქვენი ჰქვია. ადამს კი... სადღაც მიურბის თვალი და ველ-მინდვრებში მოხეტეს ბუნდად, ჯერ უნდა ყოვლად ლამაზი ქალი და მერე ქალი ჭკვიანი უნდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი