ლილია
ეულად ვრჩები, რადგან მიდიხარ შენ ჩემო სუნთქვავ, ჩემო ლილია , ეხლა იარას ვინღა მომირჩენს გულზე რომელიც გაპობილია?! ვინღა მიშველის ფიქრში გართობილს ? მითხარ დღეები როგორ გავლიან ? მე უშენობით გაგიჟებული ნერვები მჭამენ ჩემო ლილია, შენ მიფრინავ და მე მტოვებ მარტო მეწყვილედ მრჩება მელანქოლია ვინ გავაცინო ან ნეტავ რატომ ?! როცა არ მინდა მე სხვა ლილია , სულს პატრონობა ისე სჭირდება მოჰხვიე ხელი სანამ თბილია , თორემ შენ წახვალ მე კი დავრჩები მკვდარი დავრჩები ჩემო ლილია...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი