ჩემს ხსოვნის მიღმა დარჩება მწუხრი; ..
ჩემს ხსოვნის მიღმა დარჩება მწუხრი; ულმობელ წარსულს წაიღებს მალე; ჩემს ახლოს შიში დაიდებს ბინას და ბედი ჩემი დამიგებს მახეს. მე ისევ ცივი წარსული მელის; ამ წუთებს ისევ ერევა ცრემლი; ჩემს ხსოვნას მძევლად ნუგესი რჩება და მერმისს ისევ სიკვდილი ჩემი. არაფერს ისევ ყველაფრით შევცვლი; დავტოვებ ნატვრას ახდენილს მხოლოდ; ჩემს ხსოვნის მიღმა დავმარხავ წარსულს და სიკვდილს თავად მოვუღებ ბოლოს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი