ყველაფრით გადაღლილს სიბნელე მეწვევა; ..
ყველაფრით გადაღლილს სიბნელე მეწვევა; წარსული დარჩება მხოლოდ; უღირსებს წყვდიადი წაიღებს ქარიშხლით; დროება მოუღებს ბოლოს. ღირსება გაიდგამს ჩემს ირგვლივ საწადელს; იმედი იქცევა ფუჭად; სიმართლეს სიცრუე ჩამოხსნის საფარველს; დროება გაივლის მუქთად. სიკვდილი ჩემს ნატვრად იქცევა მგონია; ცხოვრება გაქრება წამში; არ მინდა ცქერისას სინანულს შევხედო; არ მინდა დავკარგო ჩემში. სიცოცხლეს სამოთხედ ექცევა სიშორე; დუმილი გაიღებს სიტყვას; განაჩენს დაკარგავს წუთები ბოლოჯერ, სიკვდილი იქცევა მითად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი