ლამაზებს არ ვეძებ
ლამაზებს არ ვეძებ , არ ვეძებ ქალაო, მე უფრო უბიწო თვალები მწყურია. წუხელაც ქარებმა გათელეს ჭალა და შენ ფიქრობ რომ ვითომ არავის უვლია. წუხელაც დამტორეს ქალაო ფიქრებმა, ნუ გგონავს რომ ჩემი სხეული სრულია, სხეულზე რას ეძებ თვალებში ჩამხედე, თვალებში ჩამხედე რამდენი წყლულია. თავს რომ ანგელოზად მაჩვენებ ქალაო, ეგ თვალნი ეშმაკის უძირო ტბებია. დღეს მინდა მაია წყნეთელის თვალები, რადგანაც კარებთან მომდგარი მტერია. ქალაო შეხედე ძირიდან აჰყვა და ნისლებმა მთა თითქოს ნახევრად შეჭამა, მთებია სამყაროს თავი და თვალები, თავი დაიქნია ჭალაზე ჭერამმა. ქალაო ლამაზი თვალები არ მინდა, მთებივით უბრალო თვალები მწყურია. ანგელოზს თვალები სულ არ აქვს ძვირფასო, რადგანაც ბრმებისთვის სულ გზაზე უწყვია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი