მანძილი ასჯერ გავზომე
მანძილი ასჯერ გავზომე, გაჭრამ კი დააგვიანა. ფიქრებმა როგორც ალამუტს, ასი წრე შემოგიარა. ვევნე, ვეწამე , მამტვრიეს შიგნიდან მღრნიდა იარა. ნისლსში ნაბანმა ვიარე, ნაკლული გაჩნდით მთლიანად. ჩემს ტკივილს როგორ იგრძნობდით, ქრისტე გაყიდეთ ჯვრიანად. თურმე ბევრ ფიქრსაც ნაკლი აქვს, ცხოვრებას გიქცევს მტვრიანად. ზოგჯერ არც უნდა გაზომო, უნდა გაჰკვეთო მთლიანად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი