მირაჟებია


მირაჟებია, 
რომ ზამთარი მოვა და წავა, 
რომ ღამეები განშორებით იტანჯებიან, 
არსებობს მხოლოდ გარდასახვის
სულ ერთი წამი, 
სხვა დანარჩენი
ყველაფერი მირაჟებია.
მირაჟებია: 
სუიციდი,
სისხლი, 
ომები, 
რომ პლანეტები ვარსკვლავებად იფანტებიან, 
არ დაიჯერო ან მე დავრჩი, ან შენ მტოვებდი, 
მთელი სიკვდილის რიტუალი 
მირაჟებია.
მირაჟებია, 
რომ იფარავს მკვდრებს შავი თალხი, 
თვითონ ეს ქვები, სადაც მკვდრები იხატებიან, 
ყველა პრიმატი პრიმიტიულს ჯერდება რა კი, 
ეს აწყობილი სტრიქონებიც
მირაჟებია.
ეს შემოდგომა ძოწისფერი, 
ზეცა სადაფის, 
მაგ მუქ-ქარვისფერ თვალებში რომ იკარგებიან, 
მთელი ღმერთი და უღმერთობა მხოლოდ აქ არის, 
სხვა დანარჩენი ყველაფერი 
მირაჟებია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი