ნიკალას!


არყის სუნი აქვს ნიკა ძია მაგ შენს ჩაიდანს,
ორთქლივით ზეცას შეეხიზნა ყველა სიამე,
აღარ არსებობს გზა,რომელიც სხვა გზით წამიყვანს,
მე დასასრული დიდი ხნის წინ გამოვიარე.

წილი სხვისია ნიკა ძია მიწის მაღლიდან,
მე მიწის ქვემოთ კიბის არა,კუბოს ქვეშ ვგდივარ,
დედაჩემია საფლავის ქვას თავს რომ ახლიდა,
სხვა არაფერი მარტო მისი ცრემლები მტკივა.

ისევ ძლიერი რწმენა დამაქვს მიწის ქვეშეთშიც,
ისე დამაქვს რომ მიწას გულზე არა აქვს წონა,
მთვარის კოშკები გათენებას რგავენ მეჩეთში
ჩემი მამაოს თვალებიდან მიყურებს მოლა.

ყოველღამით რომ კრიალოსანს ათვლის ვარსკვლავებს...

მკვდარი ვარ მაგრამ,განა მკვდარი რამდენს აიტანს,
როცა დღითი-დღე სამიკიტნო ხდება ხალასი,
არყის სუნი აქვს ნიკა ძია მაგ შენს ჩაიდანს,
ჰო და დაასხი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ანა ლებანიძემასწავლებელი9 წლის წინ

:-)

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი