..ზემო ქედი " ...


რა ჯობია ჩემს სოფელში გარიჟრაჟს
მამლაყინწაც მზის ამოსვლას მოელის
ღამღამობით მოჭედილი ცა მიყვარს 
მთვარე კიდევ გაბღენზილი გოდორი

დილაობით ბალახს ცვარი ედება 
დანამულზე ფეხშიშველიც გაივლი
მიყვარს ამ ყველაფრის შეგრძნება
ტანში ჟრუანტელი დაგივლის

ვერ დაასწრებ ბებიაჩემს განთიადს
დილიდანვე საქმით არის გართული
დასვენებას წუთითაც არ აცლიან
საქმეებით არის : მოკაზმული,მორთული

საღამოთი ვერხვის ხესთან დახვდები
მინდორიდან გამოვარდნილ ნიავქარს
ზაფხულობით ისე გრილად დარჩები
რომ კბილს კბილზე ვერ მიასვამ

ყოველ ღამე მოპარული სიმინდი
და სეტკაზე გახეული მაიკა
ნაკვერჩხალზე მეგობრებთან ჭიკჭიკი
ბავშვობაც რა ფიჩხებივით ჩაიწვა

აქ ღვინომაც პახმელია არ იცის
ძმებთან ერთად ყოველ ჭიქას დაიცავ
აქ ფრთებს შენს გემოზე გაიშლი
ოციანებს ძმაკაცივით დაისვავ

ღამღამობით სურვილების ახდენა
ვარსკვლავს აქ არ უნდა ლოდინი
გეუბნებით ! ჩემს სოფელში ცა მიყვარს 
და ეს მთვარე, გაბღენზილი გოდორი !!! .....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი