ცხოვრება გაგიყავი, ცხოვრებით დაიღალე ...


არ მსურს სამოთხეში ძილი
არც ეშმაკებთან დავა
მომეცით ჩემი წილი
სანამ სიცოცხლე გავა,
არასდროს მინანია,
არასდროს მოვინანებ,
მე რაც კი მიწვალია
სიმართლით მოვიტანე...
არასდროს ტყუილი, არა !!!
მხოლოდ გრძნობებით წერა
მკიდია თუ არ გჯერა
მე მაინც მოვიტანე....
მოგეცი შენი წილი
და შენ დაითვალე...
ცხოვრება გაგიყავი,
ცხოვრებით დაიღალე.........

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი