მთვრალი ვარ თითქოს!
შორი სონეტის შორეული ჰანგი მიმონებს, იმედს ვიტოვებ ჩემთან მოხვალ დამიკრეფ რძისფერ მიმოზებს., აღარც კი ძალმიძს ვეღარ ვუძლებ ასეთ სიშორეს გადაუვსია დედამიწა მუხთალ სიჭორეს... ნოტების რბილი ტკბილხმოვნება სულში მეღვრება სული დამითვრა, დაცალფეხდა და გზა მეშლება, შენკენ მოვილტვი სულშიჩაღვენთილ სიტკბოებით გრძნობა მევსება, შენ გიიმედებ უშენობით ტკბობა მერთმევა! დრო გაივლის და შემოდგომა ჰანგებს დაგათოვს... მიმოფანტული ფოთოლთშრიალის ფიქრებს გაგანდობს, დაგიმარტოვებს ფიქრზე-ფიქრი თვალებსევდიანს, და უსასრულოდ დაუწყებ ძებნას ვინმე შენიანს !!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი