გელიან ფიქრები და მორცხვად ჭკნებიან!


გელიან...
გელიან...
ფიქრები ხვდებიან,
ეს გული შენია-
სიშორე ძნელია!
უშენოდ ბნელია ყოველი  ნაბიჯი,
ყოველი დილა და ყოველი ამინდი,
უშნოდ ყოველ დღეს სხვაგვარად განვიცდი,
არ ვიცი თუ მჯერა ისევე ,რამის-კი?
შენია სიტყვები-
ფიქრებში აშლილი,
ცხოვრების რიტმებად
უაზროდ გაშლილი.
ძნელია, რომ გრძნობ და....
ძნელია დათმენა
ძნელია გაიგო რა ხდება
გათენდა?
რა ხდება?
მთავრდება?
დილაა ჯერ ისევ
და უცბად ღამდება...
რა ხდება?
დაკარგა ცხოვრებამ ხალისი?
არ იცით?
ახლა კი პასუხიც ვიპოვე თავისით....
განიცდი?
ვითომ შენც ამასვე განიცდით? თავისით?
არ იცი!
ჩემს გულში რა ხდება რა იცი!
ან კი რა იცვლება მართლის თქმით!
დამშვიდდი !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი