ყველაზე ლამაზო
ყველაზე ლამაზო, ყველაზე კეთილო, ნუ სწყრები მალ-მალე, პატარა დედილო! მე მინდა, ყოველთვის იცინო ლამაზად, ნებივრად გივლიდეს, მე ვეტყვი მამასაც. თავზე რომ მევლები, ზრუნვით რომ დამცქერი, ახლა მე ვიქნები სულ შენი დამცველი. პატარა, ჯიუტი თუ გყავდი აქამდე, ხომ უკვე დიდი ვარ, დარდები გაფანტე. გამგონეც ვიქნები, დამჯერიც ვიქნები, ოღონდაც ნათელ შუბლს ნუ იღლი ფიქრებით. თუ რამე ვიტკინე, მიშუშებ ალერსით. ახლა მე გაკოცებ მაგ ლამაზ თვალებში!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
ანა ეს ლექსი ეკუთვნის ქალბატონ მაყვალა მრევლიშვილს. კარგი ქინება თუ ავტორს მაინც მიაწერ ხოლმე. მადლობა