უსათაურო
მოვდივარ... თითქოს და ომიდან ვბრუნდები, ნატანჯი მებრძოლი სისხლად რომ ვიცლები, წაგებულს მომყვვება ნახშირის ღრუბლები და თოვლის ქათქათა სიწმინდის ნისლებიც. ვბრუნდები ომიდან, ჭრილობით მრავალი გულზე და სხეულიც სულს თითქოს ეყრება, თითქოს და ვსრულდები ნატანჯი მრავალგზის და სულზე ჩემივე სხეული მეყრება. ვსუნთქავ ან ფილტვები ძალითღა მასუნთქებს, დახეულ გულიდან მეღვრება ის სისხლი, რომელიც ჭრილობის კედელს რომ აჟონავს, რომელსაც აჟონავს წყეული ივლისი. თვალებში წყვდიადი გამეფდა უკვე და საკუთარ სიკვდილში მარტივად ვერკვევი... კარს მომდგარ აღსასრულს სუნთქვას ვერ ვუბედავ, და ვტირი თვალებზე შეყინულ ცრემლებით. მე ბრძოლა წავაგე, დამთავრდა, მორჩა და წერტილი დაესვა ყოველგვარ განსაცდელს... იმედი,რომელიც სულ ბოლოს მოჩანდა ბოროტი თვალებით ჩემს თვალწინ გაკაფეს. ა.ქ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი