წამოდი გავიქცეთ
წამოდი ვიაროთ, დავთელოთ შარა გზა, ცვრიანი მინდვრები ტერფებით შევაშროთ, ხეტიალს ჩვეული არცერთი არავართ, ამიტომ იჩქარე,იჩქარე,მოვასწროთ! თორემღა შეხედე,ცა თითქმის დაღამდა, შებინდდა,მთვარეღა ანათებს ალაგებს, მოვასწროთ გაქცევა,მოვასწროთ გაღმა და გამოღმაც ვეცადოთ,იქნებ არც დაღამდეს. თუგინდა ვიფრინოთ,ფრთებს ღმერთი გვიბოძებს, ზეცაში ნავარდი ჯერ არვის სჩვევია, მოდი და ჩვენ ვიყოთ ფრენაში პირველნი, უბრალოდ ვიფრინოთ,ფრთები ხომ ჩვენია... ნიჩბებად მოვუსვათ საათის ისრები, ცხოვრების ბობოქარ ტალღებში ვიცუროთ, მიზეზად ვაქციოთ ამდენ ხნის მიზნები, იქნებ და აგვიხდეს,ჩვენ მაინც ვისურვოთ. წამოდი,გავექცეთ აქაურ დროებას, სადაც რომ დღეები წუთებად მიჰქრიან, გავექცეთ რაც ხდება,ყველაფერ არსებულს, გავექცეთ ღამეებს,,თეთრსა და ფიქრიანს. ვერიდოთ ბნელსა და ბინდიან რიჟრაჟებს, გავექცეთ მზის სხივებს,წვიმებით შენიღბულს, ვიაროთ იქამდე,სადამდეც მივაღწევთ, გავიქცეთ... დღეიდან გვეძახდნენ შეხიზნულს. მთებსა თუ ტყეებში,ან სადმე უაზროდ, გაქცეულს გვდიონ და დაწევა ვერ შეძლონ, ვეხიზნოთ სამყაროს,რომელიც ჩვენია, ვერავინ მოგვაგნებს,ბევრიც რომ გვეძებონ... წამოდი! გავქრეთ და მოვშორდეთ ყველაფერს, განვლილი უხსოვარ წარსულში დავტოვოთ, ვეძიოთ მომავლის უშრეტი იმედი, გზადაგზა ახალი ამბები ვაგროვოთ... წამოდი გავიქცეთ, დავთელოთ შარა გზა, ცვრიანი მინდვრები ტერფებით შევაშროთ, ხეტიალს ჩვეული არც ერთი არა ვართ, ასე რომ... იჩქარე,იჩქარე მოვასწროთ!! ანი ქავთარაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი