ბევრს არ ვითხოვ


მე არ ვითხოვ ბევრ რამეს,არ მსურს ქება,
არც ტაში,
თოვლი მინდა მოვიდეს მუხლებამდე,ზამთ
არში...
გაზაფხულის იები ჩემი სიტყვით ვახარო,
შეღამების ლოდინში,მოვიყვანო საღამო...
შემაღამდეს ზღვის პირას,მზე ჩემს
თვალწინ ჩავიდეს,
სანაპირო მთელ ღამეს, ,მთვარის შუქით
გამითევს.
ბევრს არ ვითხოვ,მე მინდა შემოდგომამ
იქროლოს,
ოქროსფერმა ფოთლებმა,ჩემგან ფრთები
ითხოვონ.
სიო მინდა გრილი და მოფარფატე
ფოთლები,
მაცილებდნენ ბოლო ჟამს,მიწას როცა
მოვწყდები.
მანამდე კი მზე მინდა კაშკაშა და
მცხუნვარე,
რომ არ დავრჩე მოწყენით, ეული და
მდუმარე.
ა.ქ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი