ლიკა მელანაშვილს( როცა ცუდად ხარ)
ღამის სიმშვიდეს შენთან მოვყავარ, სიცარიელის როცა ბინა ვარ. ამბობ: -ცუდად ვარ! და სიცხიანი დაღლილ წამწამებს მშვიდად მინაბავ. შენთვის მოვიწყენ და ჩუმ წუხილებს, ბოლო სუნთქვამდე გავითავისებ და ჩემს ცარიელ ოთახის კედლებს შენი სიმშვიდის სუნი ამივსებს. შენ ახლა ჩემთან გეძინოს უნდა, მე უნდა ახლა შენს სუნთქვას ვთვლიდე, და როცა მშვიდად მეტყვი : -ცუდად ვარ, ზედმეტი ზრუნვით მე უნდა გღლიდე. და ვუდარაჯებ ძილის მორევას, შენს სასთუმალთან დიდხანს ვიჯდები, სუნთქვას ავუწყობ შენს დაღლილ სუნთქვას... კარგად თუ ცუდად მყოფი, მჭირდები! ვერ გიფრთხილდები ასე შორიდან, შენც მწუხარებას თითქოს მიმალავ... ამბობ:-ცუდად ვარ! და სიცხიანი, დაღლილ წამწამებს მშვიდად მინაბავ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი