ლიკა მელანაშვილს(შენი სული,შენი ფიქრი ჩემს ჰგავს)


როცა ლექსს წერ, შენც ჩემსავით ღელავ,
მერე შენივ ნაწერებზე ტირი,
შენი სული, შენი ფიქრი... ჩემს გავს,
გადაბმულან ერთმანეთზე ღილით.

შენი ფიქრი,შენი გრძნობა-ჩემი,
ჩემი სევდა და ღიმილი- შენი,
ჩვენ ხან მსგავსი ტკივილებით ვწუხვართ,
მაგრამ ზოგჯერ მე ვერაფერს გშველი.

შენთან ერთად მე დუმილი მინდა,
სიჩუმეში გაპარული წამი,
რადგან სიტყვა აღარა ღირს ჩირად,
რადგან სიტყვას დაეკარგა ფასი...

აღარ მინდა საუბარი, ჩემო,
თვალებშიაც ყველაფერი ჩანს და 
წაგიკითხავ, როგორც წიგნი, ისე
მერე შენგან ფეხაკრეფით წავალ...

გავიხსენებ წაკითხულს და შემდეგ,
დავინახავ, რასაც სიტყვა მალავს,
დავისწავლი სულ ყველაფერს შენზე,
დაგიხსომებ ცამდე წრფელს და მართალს.

უხმო წამებს თითქმის გულში ვიკრავ,
რადგან სიტყვა აღარა ღირს ჩირად,
შენი სული, შენი ფიქრი, ჩემს გავს,
შენთან ერთად მე დუმილი მინდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი