სიყვარულს მხოლოდ სიტყვები არ ჰყოფნის
სახეზე ღიმილი დამჩემდა უაზრო, რაღაცას ვიხსენებ, ვიგონებ გუშინდელს, როდესაც ცდილობდი პასუხი გეძია, არც იცი, ვისთვის დასმულ კითხვებზე ეჭვებით მოსილი იყავი სრულიად, მე კიდევ ხუმრობით პასუხებს გაწვდიდი, ცდილობდი გეპოვნა ფორმულა,რომლითაც, არც ისე შეფარულ სიმართლეს ახსნიდი... შენ ნაბიჯ-ნაბიჯით აღებდი ჭიშკარებს ვინ ვარ და საერთოდ ან შენგან რა მინდა აზრები აზრებში ეძებდნენ გასასვლელს, აზრები,რომლებიც ფიქრადაც არ ღირდა. საუბარს შევყეთ და თემები მოვღალეთ, მთავარი კი მაინც უთქმელი რჩებოდა, არადა იცოდი, პასუხი გქონდა და შენივე ნაფიქრის თავად არ გჯეროდა. საუბარს დავიწყებთ ყოველთვის უაზროდ, და ბოლოც ყოველთვის ასეთი გამოგვდის, სულ ბოლოს ხომ მაინც შევჯერდით ერთ აზრზე, სიყვარულს რომ მხოლოდ სიტყვები არ ჰყოფნის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
2 კომენტარი
Kargi leqsia esec da 'davxatavdi'c magram is upro kargia,upro emociuri da upro guliani..bravo kargad wer..
გმადლობ :)