და ახლა როცა
და ახლა,როცა ყველაფერი ჩვეულად ხდება, ჩემს და შენს შორის გასარკვევიც არაფერია, მე მაინც გწერ და ორიოდ სიტყვას ამ ლექსით ვამბობ, ჩემგან ეს შენი საბოლოო განაჩენია... ჩემში და შენში, ყველაფერი ძველია რადგან, იქ დავამთავრე ყველაფერი სადაც დავიწყე, დაგტოვე მარტო,შენი ყუმი სულის ამარა, ჩემგან ბოძები სიყვარულიც გადაგავიწყე. შენ მე არასდროს გყვარებივარ,არც მე მიყვარდი, რადგან მე შენში ვერ ვიპოვე გრძნობები ვერსად, მე კი ვერ ვხვდები, "ვითომ ტკივილს" რისთვის ვიტანდი, როცა ამ გრძნობას, გატაცებაც არ უნდა ერქვას. გადავეჩვიე ფიქრებს შენზე,შეგეშვი,მორჩა! უშენო იყო დასასრული გაზაფხულისა, მე ისევ იქ ვარ,სადაც ვიყავი, შენ სადღაც შორს ხარ, რადგანაც თავი აიმაღლე, ნაცვლად სულისა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი