გაცვეთილი სიყვარული


ნახვის სურვილი მატულობს და მატულობს უფრო,
შორიდან მაინც ხომ მოგაწვდენ გადაღლილ თვალებს,
ისევ შორიდან,ისევ უცხოდ, ისევ უთქმელად,
ჩავიკლავ გულში და შევინახავ,
შენი არ ყოფნით მონიჭებულ
სევდიან წამებს...
დილითვე,ღამის წყვდიადისგან თავდაღწეული,
წინასწარ ვღელავ იმ წუთებზე,დღისით რომ მელის,
გულის სიღრმეში მაინც შენით გზაარეული,
ვფიქრობ და ფიქრიც უთქმელობის დასასრულს ელის.
ელის იმ წუთებს,ტყუილუბრალოდ,რაც არ იქნება,
რაც არასოდეს არ მოხდება, იმაზე ნატრობს,
მაგრამ მე მაინც,შენით მკვდარი,შენით შეშლილი,
ვცდილობ რომ გულში გამოვძებნო ადგილი სადაც,
დიდხნის გაცვეთილ,ფერდაკარგულ სიყვარულს დავტოვ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი