არადა როგორი გულთბილი მეგონე
რამდენჯერ ოცნების ფიქრებით დაგხატე, უაზრო ლოდინით რამდენჯერ გელოდე, თურმე როგორი უფრძნობი ყოფილხარ, არადა როგორი გულთბილი მეგონე... ვერაფრით შევძელი გრძნობების მოთოკვა, უძლური,დავმარცხდი ჩემს თავთან ბრძოლებში, რამდენჯერ მომინდა ვინმესთან მოყოლა, თუ როგორ მიყვარდი უმწიკო გრძნობებით... ურყევმა გრძნობებმა ამივსეს სამყარო, ამგვარად არასდროს ვყოფილვარ აქამდე, ფიქრებით ჩემს გვერდით როდემდე გატარო, მოდი და გულღბილი სიტყვებით გამათბე... აცივდა,არადა მზე ნათობს აპრილის, მას შემდეგ,რაც შემი გრძნობები ცხადია, შენ დუმხარ,ჩუმად ხარ,არც თბილი,არც ცივი, და შენი სიჩუმე ამაყად გაცვია... არადა როგორი გულთბილი მეგონე, უნაკლო თვისებით სათუთად გხატავდი, რამდენჯერ შენი ხმის მოსმენა ვინატრე, რამდენჯერ სიყვარულს ფურცლებში ვმარხავდი. მე ვგრძნობდი ტკივილს და ვითმენდი სიჩუმეს, ვცდილობდი გრძნობების უკვალოდ დაფერფვლას, ლანდები გონებას ისევე მიწუხებს, ფიქრებს ვერ ვიცილებ შენსავით თავნებას... არადა როგორი გულთბილი მეგონე, ცივი ხარ,ზადხულშიც სიცივე დაგყვება, ასეთი უგრძნობი,ასეთი გულცივი როგორ ხარ,ვერაფრით ვერ ვხვდები,არ მჯერა... მადლობა,რადგანაც სიჩუმე მასწავლე, შენს დუმილს როგორღაც დუმილით ვოასუხობ. მივყვები ცხოვრების უაზრო დინებას მოსაწყენ სიჩუმემ გონება ამივსო... არადა როგორი გულთბილი მეგონე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი