გზა უვარდებო ეკლებისა


შენზე უკვე აღარ მინდა ფიქრი, მერამდენედ
უკვე წასვლას ვგეგმავ, ბოლო ნაბიჯს
ვიტოვებ და ვიცდი, ამ ლოდინსაც ან რა
გულით ვბედავ. მივდივარ და თვალებს უკან
ვირჩენ, ვერ გელევი,გამოვბრუნდე ვფიქობ,
გზაჯვარედინს მივადგები მალე, ბედი უნდა
გადამიწყდეს თითქოს. მაინც წავალ,ან
იქით,ან აქეთ, ერთ ადგილას ვერ ვიდგები
მაინც რაც ვიყავი ასე მეყო,კმარა,
დავიღალე,უკვე საზღვრებს გავცდი.
გადავავლე ჰორიზონტსაც თვალი, არაფერი
აღარ ჩანდა ირგვლივ, ქვიშას აჩნდა ორი
ფეხის კვალი, ალბათ ჩემი ნაფეხური ისიც...
გავიხედე აქეთ-იქით მაგრამ, არვინ
იყო,ქვეყანასა ზედა, მაშინ თვალი
გავუსწორე მართალს, აი მაშინ,თვით ჩემს
თავთან შემრცხვა... მრცხვენოდა და ფერი
მკვდრისა მედო, სახე სახეს არ მიგავდა
მაშინ, მრცხვენოდა რომ წილად რაც არ
მერგო, გადავწყვიტე გამეცვალა რაში?! სულ
სხვებისგან როგორ ვიგებ მართალს, რად არ
ვისმენ ჩემი გულის წადილს, "საიდანაც შენ
მოდიხარ ახლა, გაბრუნდი და ისევ იქით
წადი" თითქოს ვიღაც მკარნახობდა ამას,
მარიგებდა,(დამეჯერა მსურდა)
რამდენჯერაც დავუჯერე უცხოს, ბოლოს
მათთან ვმარცხდებოდი მუდამ... ბოლოს
მაინც გამოვბრუნდი,მაინც სხვა გზა თითქოს
იქით აღარ იყო, გავუდექი იმ გზას,ძნელად
სავალს 
ეკლები რომ უვარდებო იყო...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი

ანი ძალიან მომეწონა .კარგი სტილი გაქვს წერის.

გმადლობთ :)

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი