მომენატრე


მომენატრე,ოცნებებში ვიკარგები,
ვეღარ ვუძლებ უშენობის წუთებს,წამებს,
ვერც კი ხვდები ალბათ როგორ მენატრები,
მე მიყვარხარ,შენ კი ალბათ ვერც კი
მამჩნევ...
ღამეა და ვწვალობ იქნებ ჩამეძინოს,
იქნებ სიზმრებს გავახსენდე,შენ თუ არა,
მეშინია ის ტივი არ ჩამეძიროს,
ოცნებებით აგებული (რაზეც ვდგავარ)
მარტო რომ ვარ მაშინ ვხვდები
მყვარებიხარ,
განვიცდი და ხალხში ხმასაც ვეღარ ვიღებ,
ვიცი ისევ ის სახელი წამომცდება,
მეშინია,ჩუმად ვარ და ხმას ვერ ვიღებ...
ის სახელი ყველაფერს რომ ერთად
ნიშნავს,
ის,რომელიც გულში ადგილს აღარ მიტოვს
გეუბნებით-კარგად ვარ,ან არამიშავს
ზედმეტ სიტყვებს ისევ ჩემთვის ყოფნა
მიჯობს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი