ლიკა მელანაშვილს(ჩვენ არ ვყოფილვართ ყალბები)


ჩვენ არ ვყოფილვართ ყალბები.
ჩვენ შიშვლები დავიბადეთ...
ჩვენ ერთმანეთს ვგავართ იმით,რ ომ არ ვგავართ სხვას.

ჩვენ არასდროს გვირბენია ერთად,არც ბავშვობა გვქონია საერთო... თოჯინებისა და შოკოლადების გამოც კი არ გვიჩხუბია ადრე... თმები არ გაგვიწეწავს ერთმანეთისთვის, კაბებიც კი არ გაგვიცვლია...

ჩვენ ცალ-ცალკე ოთახებში დავიბადეთ, ერთ დღეს.
ერთ დღეს ჩვენ სხვადასხვა ოთახებში დავიბადეთ.
ჩვენ ერთნაირად გავიზარდეთ,
ერთნაირი ფიქრებითა და აზროვნებით.

ჯერ იყო და ... ბევრი ვიტირეთ, ბევრი ვიცინეთ... ბევრი ვისწავლეთ...
მერე იყო და.. შეუცნობელი შევიცანით ერთმანეთით .

შენ შეგიძლია შენი არსებობით გამაბედნიერო.
მე შენიძლია ჩემი არსებობით...
მე შემიძლია თავსხმა წვიმაში შენზე ვიფიქრო და გადაიღოს...
მე ყველაფერი შემიძლია შენით...

ჩვენ ერთ დღეს დავიბადეთ სხვადასხვა ოთახებში და მაშინ ალბათ თქვეს:
ჰგავდნენ ერთმანეთს, ოღონდ არა სხვას.

მე შემიძლია შენით სულში ცისარტყელა ამოვიყვანო
და მერე  პირჯვრისწერასავით გადაგსახო შუბლზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი