ტანგო
მე დღესაც მახსოვს ჩვენი ტანგო, გრძნობებით სავსე ვნებით ავსილმა, ჩემი თავი , მხოლოდ შენ განდე, ...და მე იმ ღამეს იმ წამის გამო, რამდენი დავთმე, მხოლოდ ის მინდა შენ საუკუნოდ, ჩემთან რომ დარჩე, ვნატრობ მის შემდეგ მომხდარი, ყველა სევდა რომ გაქრეს, წითელი კაბა რომ მეცვა მხოლოდ, ...ის მიფარავდა სხეულს მე სავსეს, ჩემი ფიქრები,ჩემი ტკივილი, ჩემი გრძობები იმ კაბას დარჩეს, დამაკარგინე თავი და კაბაც დავკარგე მაშინ, წითელი კაბა რომ მავსებდა, გრძნობებს ამხელდა ჩემსას, ახლა კი ყველას მაგივრად , მე მხოლოდ ვითხოვ შენს თავს, არ გაპატიებ მე დღეს მტირალს, შენ რომ ჩამაცვი შავი კაბა, ძველ კარადაში ,მტვრიან თაროზე, რომ ინახება წითელი კაბა, და მის ჭუჭყშიც კი ისევ იგრძობა, შენი ხელების ნაზი სურნელი, სახეზე მივიხუტებ,თვალებს დავხუჭავ, მაგრამ ვერასდროს ვეღარ ჩავიცვამ!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი