ღალატი
ღმერთს ვემათხოვრეთ გრძნობები, არ დავაფასეთ მერე, დაისადგურა ტკივილმა, სისხლი სდის გულს მიდი კერე, გაქრა სიცოცხლის ხალისი, სუნთქვა გაჭირდა ძალზედ, გულს დავუკარგეთ ხალისი, აღარ ფეთქავდა ძლიერ, ხელებს მოაკლდა სინაზე, თბილი ფერება შენი, თვალებს ჩაუქრათ ნათელი, ვეღარ ხედავენ ფერებს, ტუჩებმა ღმერთი ახსენეს, გადმოგვხედეო-ჩემო, ... და დაგვიბრუნე გრძნობები, ...და ნუ დაგვტნჯავ ღმერთო, მე მისი სუნი სუნთქვა მიხმობს, ანგელოზები ტიროდნენ, ჩამოუშვიათ ფრთები, ეშმაკსაც გული მოუკვდა, აღარ უწოდეს მტერი, წმინდა გიორგიმ დალოცა, მისი სუყველა თხოვნა, მაგრამ ის ისევ დარდობდა , გულს არ შორდება გლოვა, თმები გათეთრდა დარდისგან, ზის მარტო ჭიქით,ტირის, მე არ მინდოდა შევცოდე, .... და მერე დიდხანს ველოდე, კარს აღაგ ვკეტავ იმედით, დილით დამხვდება თავთან, და თავის თბილი ხელებით, ყავას მომიტანს დამტკბარს, მერე გათბება სხეული, ჩამოიღვრება ვნება, მე დავუკოცნი ლამაზ თმებს, მოვეფერები თვალებს, უცებ გავახელ მე თვალებს , ...და ყველა ნატვრა ქრება, ღმერთმა დახუჭა თვალები, თავზე დაადო ხელი, ღალატსა ასე სცოდნია, უნდა ითმინო ბევრი, .....და თუ დაბრუნდება ოდესმე, ის დაუბრუნო წლები, ანგელოზებმა დატოვეს, გუნდათ გაფრინდნენ ცაში, ..უკვე ცრემლების დანახვას, ვეღან უძლებდნენ მასში, ...და მისი ოცნების ქალი, შემოაბრძანეს სახლში, მუდამ მიყვარდი ძვირფასო, ესღა მოასწრო ეთქვა, და მის ოცნების ქალმა, გადაისვენა მკლავში!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი