ნუ მიამბობ
ნუ მიამბობ... ახლა ისე დაგვიანდა პაემანი მზის ჩასვლისას , ზღვასთან ახლოს, ის ტკივილი ვერაფრით ვერ დამიამდა, მოგონება რომ ვიცოცხლო დამრჩა მარტო... ნუ მიამბობ... ყველაფერი არის გვიან, შენი თმების სურნელს ვერ ვგრძნობ ყოველ ღამე, თუკი რამეს დარდზე მეტი რამე ჰქვია, ზუსტად მას ვგრძნობ როცა ვხუჭავ წამით თვალებს... ნუ მიამბობ... გვიანია უკვე ახლა, შენს ლოდინში სიკვდილამდე დავიღალე... ჩემს ოთახში არ შრიალებს შენი კაბა, ვეღარ გითვლი ვნებიანად ტანზე ხალებს... ნუ მიამბობ... დაგვიანდა ახლა ისე , ოცნებები დამეხოცნენ მიყოლებით, ცარიელ სულს ვეღარაფრით ამომივსებ, ჩემს თავსაც კი ვეღარასდროს ვეყოლები... ნუ მიამბობ, გვიანია ყველაფერი, სიხარული ჩემში მოკვდა სამუდამოდ, დღეს თუ არა, ხვალე მაინც ხომ გავქრები, აღარ მინდა... აღარასდროს მამუდარო.. ნუ მიამბობ... გვიანია უკვე როცა, არგაჩენილ ჩვენს შვილებზე ყველა ფიქრი, თუ კი ჩემმა სიყვარულმა რამე მოგცა, არ მიაცხო ჩვენს ოცნებებს მერე ჩირქი... ნუ მიამბობ, გვიანია უკვე რადგან, ვერ დამალავ სიყვარული მოკვდა თუ კი, თუ შენს სულზე ყველაფერი ლაქად დარჩა, დამივიწყე, დროს ნუ ფლანგავ, რაღას უცდი. ნუ მიამბობ, ყველაფერი წარსულს გაჰყვა, ვნება, ლტოლვა, დარდიცა და სიყვარულიც, მხოლოდ შენზე ოცნებების დასტა დამრჩა და დაკარგვის უმწარესი სინანული. ნუ მიამბობ, დავიღალე, ჩემი გზა მაქვს, დაგივიწყებ, ალბათ , გვიან/ არასოდეს, რა მწარეა, ეს დღეები ძლივსღა გამაქვს, როგორ მინდა დაგივიწყო... არ მახსოვდე. ნუ მიამბობ... ახლა ისე დაგვიანდა პაემანი მზის ჩასვლისას , ზღვასთან ახლოს, ის ტკივილი ვერაფრით ვერ დამიამდა, მოგონება რომ ვიცოცხლო დამრჩა მარტო... ანნა ზეიკიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი