სიყვარულს...
(მხიარული ლექსი) )) ჩემი სულის შფოთვაა შენი კაბის შრიალი, შენი მსგავსი ამ ქვეყნად მე არავინ მინახავს, როგორ უნდა გაგიშვა, გევედრები მითხარი, როცა ყველა დეტალით უთავბოლოდ მიყვარხარ. შემოიხსნი კაშნეს და ყელს რომ ურცხვად იღერებ, ლავიწებზე ხალები საკოცნელად მიხმობენ, დღეს ღამითაც ბოლოჯერ სიყვარულზე მიმღერე, შენი ხმის გაგონება მირჩევნია სიცოცხლეს. მოიჭედა ზეცა და ისევ ძილი გამიქრა, მეხატება ხატივით შენი სახის სიცელქე, რომ გიყვარვარ ვიცი და ჩვეულებრივ არ მითხრა, თორემ მოწყენილობას უეჭველად ვიეჭვებ. ისევ ქარი შრიალებს გაღებული ფანჯრიდან, მკლავებს გავშლი ,ძვირფასო, დამელოდე მოვალ და .. ისევ ისე ბავშვურად მთელი ძალით ჩაგიკრავ - გულში სადაც ოცნება შენზე ასე მომრავლდა. ჩემი გულის თრთოლვაა შენი სახის ყურება, შენი ტუჩის კუთხეზე უცაბედი ამბორი, ყველა ჩახუტებაზე ვიგრძნობ თმების სურნელს და ისე გადავირევი, ვერც მე ვხვდები რა მომდის. მიყვარს მთელი არსებით შენი ყველა ქმედება, შენი ყველა სიტყვაა ჩემთვის მთელი სამყარო, გულზე მალამოსავით ისე ტკბილად მედება შენი ეგ გამოხედვა , თვალი ძირს არ დახარო! ჩემი სულის შფოთვაა შენი კაბის შრიალი, შენი მწვანე თვალები - კიბე ზეცის კარამდე, როგორ არ ვგიჟდებოდე, გეხვეწები მითხარი, მხოლოდ შენ მეყვარები უკანასკნელ წამამდე.. ანნა ზეიკიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი