პაღდონ,მისიე


პაღდონ,მისიე, აღარ მაცბუნებს მე თქვენი მზერა, 
ტკივილებს ვითვლი და რიგ-რიგად ვაწყობ, 
დღეს ისევ დავთვერი და ისევ მჯერა, 
რომ არ მღალატობთ და ჩემზე დარდობთ. 
პაღდონ,მისიე, დღეს თქვენი ბოლო სურათიც დავწვი, 
გუშინ ამ ქალაქში ზამთარი დადგა, 
თუ ცოტა სითბოში ყინვას ვერ გავცვლი, 
ხვალ გასათბობად თქვენს ლექსებს დავწვავ.
პაღდონ,მისიე, გადავეჩვიე მე თქვენს მშვიდ სუნთქვას,
აღარც ღვინოს ვსვამ ყოველღამით ყოველ დილამდე, 
აღარ მივყვები როგორც ადრე კენტად სველ ქუჩას, 
და ვცდილობ სევდაც სველ თვალებში აღარ მიჩანდეს . 
პაღდონ,მისიე, აღარ დამიდის ჟრუანტელი თქვენი ხმისაგან, 
არც თქვენი გრძელი თითები მკლავს როგორც სულ ადრე, 
არ გიმეორებთ გაგიჟებით სიტყვას 'მიყვარხარ', 
და არც თქვენი ფიცი აღწევს უკვე სულამდე.
პაღდონ,მისიე, თქვენი სიმშვიდე ჩემს სულს უკვე აღარ იზიდავს, 
არც ის მადარდებს ახლა სხვა თუ დაგდევთ ლანდებად, 
თქვენ მიღალატეთ ეს ხომ მაინც კარგად იცით და 
ისიც იცით რომ თქვენზე დარდიც მალე გაქრება. 
პაღდონ,მისიე, არ გაკავებთ, გიშვებთ , გეთაყვა, 
თქვენ მოღალატის ბუნებას ხომ მტკიცედ ინახავთ, 
მხოლოდ -წლებია რაც მინდა რომ თქვენთვის მეთქვა და 
ახლა გეტყვით,რომ,მისიე -აღარ მიყვარხართ.
8.12.15
ა.ზ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი