ამ ღამით უნდა გიწოდო ჩემი


გაჩუმდი ..უნდა ვუსმინო მხოლოდ შენს სუნთქვას
და დაგითვალო ყველა წამწამი,
მერე ვნებისგან შეშლილმა ჩუმად
გაგხადო კოცნით ცამდე დამთვრალი.
დღეს უნდა გერქვას პოეტის ცოლი და
გავხდე შენი ტრფობით დამწვარი,
სულ სხვა ცოდვაში ერთი ცოდვიდან
შევაბიჯო და დავრჩე მართალი -
საკუთარ თავთან რომ ასე გნატრობ ,
რომ არ მჭირდება უკვე სხვა ქალი,
რომ ყველა შენი მანერით მათრობ 
და შენი თმების სუნით ვარ მთვრალი.
გაჩუმდი,უნდა შევიგრძნო სრულად
ამ ღამით შენი შეშლილი ტანი ,
და გაგაშიშვლო მთვარის წინ ურცხვად 
რომ გაგიჟდე და დაკარგო თავი .
მერე დავთვალო შიშველ სხეულზე
სიგიჟით ხერხემლის სულ ყველა მალა,
მეტასტაზებად შენს ტანს შევუჩნდე
არ დაგაცადო სიმშვიდით დაღლა.
უნდა დავთვალო ყველა ჩასუნთქვა
და ჟრუანტელი შენს სუსტ მკლავებზე,
ტუჩებს ტუჩების კოცნა დავუთქვა 
და უშენობის წამებს გავექცე .
მინდა ბოლომდე გიწოდო ჩემი,
და შენ დნებოდე პირველ თოვლივით
მინდა შევიგრძო სურნელი შენი
და მკლავდეს შენი ქმრობის მოტივი.,
დღეს უნდა გახდე სრულად ჩემი და
უნდა დაგარქვა პოეტის ცოლი,
ასე ვამოკლებ მანძილს ჩემიდან
შენამდე რადგან არა გყავს ტოლი.
უნდა შევიგრძნო სხეული შენი
რადგან სული ხომ ბოლომდე ვიცი,
ამ ღამით უნდა გიწოდო ჩემი , 
პოეტის ცოლი და დაგიდო ფიცი.
         ანა ზეიკიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი