შიზოფრენია სულში მაქვს გამჯდარი
კედლები თეთრია, ჭერია დაბალი, ვეხები ტერფებით დალეწილ იატაკს, კუთხეში სკამი დგას, ხის კუბოს მაგვარი, მარცხნიდან სატანა სიკვდილზე მიამბობს. მაცვია შილიფად ,თმები მაქვს გაშლილი, თვალებით დავეძებ გასაქცევს საკნიდან, ვიღიმი საეჭვოდ - ფიასკოგანცდილი, დასრულდა! სიცოცხლე წამითაც არ მინდა. ვენებზე მატყვია სტოფებად შრამები, შრამები ძველი ცოდვების ბრალია, ცოდვების, რომლებშიც ათასჯერ გავები და დავიწყებაც ყველაფრის- მწარეა. სისხლისფერს იფერებს თვალების გუგები, წამწამებდახრილი ვტირი და ვყვირივარ, ბოლოს კი დაღლილი უეცრად ვჩუმდები და ისევ საკუთარ სისუსტეს ვჩივივარ. კედლები თეთრია, ჭერია დაბალი, ნერვები აღარ მაქვს დავწყო თავიდან , შიზოფრენია სულში მაქვს გამჯდარი და მეტი ტკივილის მოთმენა არ მინდა. დავკარგე მადა და ვერ მშველის არაყიც, დავტოვე ყველა და დავრჩი სულ მარტო, ამ დედამო**ნულ ცხოვრების დანაკლისს, ვეღარ შევავსებ ვერაფრით, ვეტყობ . კედლები თეთრია, ჭერია დაბალი, მაცვია შილიფად ,თმები მაქვს გაშლილი, მოუხდა ამ ჭერს მიბმული ბაწარი, ვიღიმი საეჭვოდ -ფიასკოგანცდილი. კუთხეში სკამი დგას ,შავ კუბოს მაგვარი, ვდგები და სიჩუმემ სხეული მოიცვა, ახლა ეს ყულფია ყველაფრის წამალი, მსურს პოეტურად თავი რომ მოვიკლა. კედლები თეთრია ,ჭერია დაბალი, ვოცნებობ დასრულდეს მალე ეს დრამა, რადგან სხვა საშველი ამ წუთას არ არის და ბოლო ჩასუნთქვა... დასრულდა! კმარა! ანა ზეიკიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი