მე გპირდებოდი რომ (შოთის)
მე გპირდებოდი რომ დავწერდი შენზე ვრცელ სტროფებს, და ჩემი ლექსი არ იქნებოდა მსგავსი სხვა ლექსთა, რადგან დიდია სურვილი რომ ახლა მოვყვე, ყველა სათქმელი რაც ოდესმე მსურდა რომ მეთქვა. ბონჟუუღ მუსიე,კომანტ ალე ვუ? მინდა გითხრა რომ არ უხდება შენს სახეს სევდა, გთხოვ გაიღიმო,სიხარული მოვა რამეთუ, არ შეუძლია გულს სხვაგვარად ყოფნა და ფეთქვა. მე ვიცი,ჩემო,რომ ძალიან ხშირადაც გტკივა, სევდანარევი ღიმილია ამ დროს ნიღაბი, და როდესაც დაიწყება შენს სულში წვიმა, ზიხარ და ფიქრებს სტრიქონ-სტრიქონ ლექსად იძახი. მე ისიც ვიცი,რომ გიზიდავს ლექსების წერა და ლექსის ბწკარებს აქსოვ ყველა გრძნობას და მიზანს, მერე დაჯდები გაუკიდებ სულ ბოლო ღერს და გააბოლებ ისე როგორც პოეტებს გიყვართ. მე გპირდებოდი რომ შევძლებდი შენზე დაწერას, მაგრამ დროდადრო,წამდაუწუმ აზრი მიწყდება, რადგან სიტყვები ვერ შეძლებენ აზრის აღწერას, და დარჩებიან ისევ ისე ფერად სიტყვებად. მე ისიც ვიცი რომ ტყუილები არ გიყვარს რადგან მუდამ გახრჩობდა სიყალბე და ფალსი სიტყვები, ცდილობ არასდროს არ შეგეტყოს წყენა და დაღლა, არადა ზოგჯერ როგორ ძლიერ,როგორ იღლები. მე ისიც ვიცი ზოგჯერ ფიქრობ არაფრად არ ღირს, ლექსების წერა,სხვებზე ზრუნვა,სიცოცხლე თუნდაც, ბოლოს ფიქრით და ამ ცხოვრებით ბოლომდე დაღლილს, გიპყრობს სუჩუმე რომ განაგრძო კვლავ მშვიდად სუნთქვა. მე ისიც ვიცი რომ იწვევენ რითმები ლომკას და კაიფია ამ დროს მხოლოდ გრძნობებზე წერდე, ესთეტიკურად გადმოსცემდე თუნდ მძიმე ცოდვას , მერე მოგბეზრდეს და დაწერილს სასტიკად ხევდე. მე ისიც ვიცი რომ არასდროს არ იხევ უკან, თვლი ყველას სუსტად ვინც უჩუმრად დახარა თავი, ყველა კრიტიკოსს ერთიანად მიიჩნევ ფურთხად, შენ ხარ ერთი და შენი მსგავსი არავინ არის. დაისადგურებს ზოგჯერ შენში ქაოსი სრული, მაგრამ არასდროს უერთდები 'ნიღბის მასკარადს' , მთელს შენს ოთახში გამჯდარია თუთუნის სუნი, რადგანაც ხშირად მოწევის და არყის მადა გაქვს. მე ვიცი,ჩემო,გადალახავ ყველა ბარიკადს, დაჯდები მერე და მაგ ღიმილს მოჰფენ სამყაროს, მე შენი სევდა ჩემს სევდაზე მეტად არ მიყვარს, და შენს სახეზე მსურს ღიმილი უხვად დავთვალო. ბონჟუუღ მუსიე,კომანტ ალე ვუ? მინდა გითხრა რომ არ უხდება შენს სახეს სევდა, გთხოვ გაიღიმო,სიხარული მოვა რამეთუ, არ შეუძლია გულს სხვაგვარად ყოფნა და ფეთქვა. ანა ზეიკიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი