ხარ ჩემი ცოლი


მაგიჟებს შენი ღამენათევი თვალების ფერი,
და ლავიწები შიშველ ტანზე მაცბუნებს როგორ,
შენ ხარ ბოლომდე,ბოლო დღემდე არსებით ჩემი,
და შენი სულიც მე ერთადერთს მეკუთვნის მხოლოდ.
მაგიჟებს შენი სისხლისფერი ტუჩები მწველი,
ტეკილით დამთვრალს ლიმონივით რომ მედება ტუჩზე,
ვატყობ რომ მაშინ სულ უფრო და უეცრად ვთვრები,
და კვლავ დილამდე შენს საოცარ შიშველ ტანს ვუმზერ.
მაგიჟებს შენი საოცარი სურნელი თმების,
შენს ლავიწებზე გაფანტული ათამდე ხალი,
როცა გეხები,თრთოლვა გიტანს და მაშინ ვხვდები,
შენ ხარ სულ სხვა და სხვათა შორის სულ ერთი ქალი.
მაგიჟებს შენი ზეციური საუბრის ტემბრი,
სავსე მთვარის დროს რომ ზიხარ და მიკითხავ ლექსებს,
შემდეგ ჩუმდები და ხვდები რომ შენი ხმით ვტკბები,
დაიმორცხვებ და წამებში გასაქცევს ეძებ.
მაგიჟებს შენი ბროწეულივით სულ სავსე მკერდი,
შენი შეხებით მთელს ჩემს ტანში ჩაღვრილი სითბო,
ჰო,წლები გადის რაც გიცნობ და ვერა და ვერ ვთქვი,
რომ აღარ მინდა ჩემს მახლობლად სხვა ქალი ვიგრძნო.
მაგიჟებს შენი ყველა გრძნობა და ვიცი შემშლის,
ჭკუიდან,ალბათ, თუ ჯერ კიდევ შემომრჩა ნერვი,
ვწერ მუდამ შენზე დღე და ღამით და ვგავარ შეშლილს,
შეშლილს წერით და ვაღიარებ ცას ვწვდები შენით.
მაგიჟებს შენი ღამენათევი თვალების ფერი,
და ლავიწები შიშველ ტანზე მაცბუნებს როგორ
ხარ ჩემი ცოლი,ბოლო დღემდე ბოლომდე ჩემი
და შენი სულიც მე ერთადერთს მეკუთვნის მხოლოდ.
ანნა ზეიკიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი