როგორ მომენატრა
როგორ მომემატრა შენი სულ პაწაწინა ტანი, ვარდის სურნელზე უფრო თავბრუდამხვევი სუნით, როგორ მომენატრა ჭიპთან ოდნავ მოზრდილი ხალი, ვინც კი შემომხვდა გზაზე , ვერც ერთს ვაჩუქე გული. როგორ მომენატრა შენი სულ დაკოცნილი ყელი, მუდამ ბავშვივით ცელქი შენი თვალების სითბო, როგორ მომენატრა ახლა შენი ტუჩები მწველი, ნეტავ სულ ერთხელ გნახო მეტს აღარაფერს ვითხოვ. როგორ მომენატრა შენი მომრგვალებული თეძო, ძუძუს თავები ფრთხილად რომ მიცხადებდნენ ამბოხს, როგორ არ მსურდა წამით რომ უშენობა მეგრძნო, დილით უძინარ თვალებს სულ ვატოვებდი ამბორს. როგორ მომენატრა ახლა გრძელი თითები შენი აბრეშუმივით ნაზი შენი ქერა თმის სუნი, შენი ქათქათა ტანი - იასამანზე სველი, და შუა ღამით ფრთხილად მოსმენა შენი გულის. როგორ მომენატრა ახლა თვალები სევდისფერი, მე შენს გაბუტულ ტუჩებს კვლავ დავუთქვამდი კოცნას, ისე მომენატრე ახლა , არაყიც ვერ მიშველის, დაგელოდები,ვიცი, მაინც ოდესმე მოხვალ. როგორ მომენატრა ღამე ჩვენ რომ ვწელავდით ვნებით, როცა ვიწვოდი ფრთხილად შენს ათრთოლებულ მკერდზე, ოცდათხუთმეტი მალა დათვლილი ცხელი ენით, რაც შენ წახვედი დღემდე მე მოსვენებას ვეძებ. როგორ მომენატრე ახლა , ყველაზე უფრო 'ჩემი' ვზივარ დაღლილი სევდით გიწერ ამ სტროფებს როცა... სანამ მოვკვდები იქნებ შენ შემაშველო ხელი, შენი ლოდინით დაღლილს მიკვირს რომ კიდევ ვცოცხლობ. ანნა ზეიკიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი