თქვენი მშვიდი სუნთქვა მიყვარს,მისს...
თქვენი მშვიდი სუნთქვა მიყვარს,მისს... რიჟრაჟის დროს გაგონილი თქვენი ნაზი ხმა... წვიმს,ისევ ისე უმოწყალოდ წვიმს, თქვენ წახვედით, თქვენ წახვედით, მიმატოვეთ კვლავ. თქვენს ღიმილზე კვლავ ლექსებს ვწერ,მისს... ყოველღამით გიხსენებთ და ვსვამ, მე ხომ თქვენი სიყვარული მჭირს, უძილობაც...ვეღარ ვხუჭავ თვალს. სად გეძებოთ?!სად მოგძებნოთ ,მისს?! მე ხომ ისევ უთქვენობა მკლავს , ვის ვუამბო,ვის შევჩივლო ვის?! მაინც არვინ არ დამიჭრს მხარს. ნუთუ სხვასთან მიღალატეთ,მისს?! ნუთუ ანდობთ სხვა მამაკაცს თავს?! იქნებ თქვენი მოძებნაც არ ღირს თუკი სულ სხვა ეხება თქვენს ტანს. გახსოვთ ზღაპარს მიამბობდით ,მისს, ზღაპრებს კარგი დასარული აქვთ, თქვენ კი ბოლოს მიებარეთ სხვის მკლავებს და აღარ ფიქრობთ ჩემზე თუნდაც წამს. რატომ არ ხართ ჩემთან ახლოს, მისს?! გეტყოდით რომ მიყვარხართ და მწამს, თქვენი მშვიდი,თქვენი ნაზი ხმის, უთქვენოდ ყულფს მივაბარებ თავს. მოდით ხელი შემაშველეთ, მისს, ვკვდები, ვატყობ უთქვენობა მკლავს... წვიმს, რა უღმერთოდ წვიმს... თქვენ წახვედით...მიებარეთ სხვას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი