სიგარეტის მეორე კოლოფს ვცლი...
სიგარეტის მეორე კოლოფს ვცლი და ვიღიმი დათარეშობს ოთახში სიმარტოვის ფანტომი, ნელანელა იწვება ბოლო ნერვის ფითილი , ვყვირი ხმის ჩახლეჩამდე, არავინ მყავს გამგონი. ბოთლებს მწკრივად ვალაგებ მსგავსად დიდი კედელის, გამოვცალე მესამე კონიაკის მათარაც, ჰოდა ფეხზე ახალგაზრდა ბებერი რომ გავხდი და სამყარომ ალაგალაგ მატარა. ვხევ და ისევ თავიდან ვიწყებ ლექსის დაწერას , დაშაშრული ხელებით ნაგლეჯ ფურცლებს ვაწებებ, ვერაფერს ვწერ საერთოდ მაგრამ მაინც არ მჯერა დრამატული მიმიკით ვყვირი ჩემს ძველ ნაწერებს . აღარც ღმერთს ვთხოვ შენდობას მგონია რომ დავღალე ათას სამას სამოცი ცოდვითა თუ განზრახვით, ყველა ლექსი დავხიე, გადავწვი ან დავმალე , ახლა ვდგავარ და მუზას უიმედოდ გავძახი. სარკეს ვამსხვრევ, აღარ მინდა ჩემი სახის ყურება , დაუვარცხნელ თმას ვიჩეჩავ სპირტიანი ხელებით, მეცინება, ჩუმად ვამბობ "კაცია და გუნება" და ჩვეულად მებერება სასმლისაგან ვენები. წვერში ვხლართავ მელნისაგან გალურჯებულ ჩემს თითებს მოყვითალო თეთრ მაისურს მკერდთან ლაქას ვამატებ, დასრულებას არ ვჩაქრობ და ხვალაც ასე დავიწყებ, ღმერთმა იცის მორიგ ღამეს ვის ეზოში გავათევ რა ტრფობა და სიყვარული, ჩემო ძმაო, შეავსე ჭიქა სასმლით, სანამ ნერვმა ისევ ისე მიმტყუნა, ნუ მომბაძავ, მეგობარო, რა კი ვცხოვრობ მე ასე ყოველღამით დარდით სავსე გულს ცრემლისგან ვიწურავ. ვინ რა იცის ვის დაუდგა ნაადრევად ზამთარი, ვინ დაკარგა სიყვარული, რწმენა თუნდაც იმედი, ჰოდა, ჩემო მეგობარო, ამ ცხოვრებას გავკარი ბოლობოლო ამ დასკვნამდე და აზრამდე მივედი. სიგარეტის მეორე კოლოფს ვცლი და ვიღიმი დათარეშობს ოთახში სიმარტოვის ფანტომი, ნელანელა იწვება ბოლო ნერვის ფითილი , ვყვირი ხმის ჩახლეჩამდე, არავინ მყავს გამგონი ანნა ზეიკიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი