ამდენი თუთუნით


ამდენი თუთუნით მილპება ფილტვები,
იმდენი დავლიე ღვიძლიც კი მეშლება,
აღარც ცხოვრების დინებას მივყვები,
და შენი წიაღსვლაც სულ აღარ მეხება.
ვწერ ყოველ ღამით ლექსების ბწკარებს,
საათის ისრებიც ფეხებზე მკიდი^ა,
ნერვები აღარ მაქვს გავუძლო ქალებს,
რომლებიც კაბების სწორებით მიდიან.
ვსვამ ყოველ ღამით ერთ ბოთლა კონიაკს,
ვეწევი სიგარეტს მეტ წილად ფილტრიანს,
დილამდე ძლივს ვცოცხლობ და ასე მგონია
ამდენ წელს ,ამდენ ხანს სულ ტყუილად მივლია.
აპათია მჭირს სულ უფრო ბოლო დროს,
არ მინდა არავის ნახვა და მოსმენა ,
ანსომია კი ყველა ნერვებს მოედო,
არაფერს არ ველი, მაინც არ მოხდება.
სულიერ ჭრილობებს ვმკურნალობ არაყით ,
ნერვული ფსიქოზი კარზეა მომდგარი,
ასეთი სიცოცხლის მთელს არსს რომ გავარტ*ი
მთელს გულში სულ ყველა განცდაც კი მოვკალი.
წამითაც არა მაქვს არაფრის ნერვები,
აღარ მსურს "ელიტის" პათოსის მოსმენა
ვფიქრობ რომ მალე გადავხსნა ვენები,
რადგან აღარ მსურს ამდენის მოთმენა
მან მიღალატა ვინც შევიყვარე 
ღალატს სჯობია უსიტყვოდ მოვკვდე, 
არ შემიძლია რომ ვერ ვიტანდე ,
ვინც კი ძალიან მიყვარდა ოდეს .
ჩამაწვით გულზე სიგარეტის მთელი კოლოფი,
ეს სიყვარულიც ცეცხლს მიეცით აღარ მჭირდება,
დაძინებისას მახსენდება ყველა მომენტი
მისი არყოფნის და ყველა ნერვი ერთად მტკივდება.
ამდენი თუთუნით მილპება ფილტვები,
იმდენი დავლიე ღვიძლიც კი მეშლება,
არ ვიცი ამ ქვეყნად რამდენ ხანს ვიქნები,
როცა ჩემს სიყვარულს ვერავინ ვერ ხვდება.
ა.ზეიკიძე
3.02.17

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი