მე ვიცი, კარგო


და ეშაპოტზე გამოკიდულ ჩემს ცისფერ სხეულს,
ნუღარ დაუწყებ ნუღარაფრით კვლავ გადარჩენას,
ვერ გადავუხვევ ვეღარაფრით ჩემს გზას არჩეულს,
და ეს სხეულიც ტკივილისგან, ჩანს, გაქვავდება.
ნუ შეგაშინებს ჩემი ცივი სხეულის კოცნა,
გარდაცვლილები აღარაფრით არ ვართ საშიშნი,
მე ვიცი, კარგო, გულნატკენი გვამთან რომ მოხვალ, 
შენს მიტოვებას ჩვეულებრივ ისევ დამიშლი.
ისევ დაიწყებ უჩემობის ლანძღვას და გმობას, 
იტყვი სიცოცხლე უჩემოდ რომ არაფრად გიღირს,
მე ვიცი კარგო, თავდახრილი გვამთან რომ მოხვალ,
მთელი არსებით შენც ინატრებ ჩემსავით სიკვდილს.
ღიმილშერჩენილ ჩემს ბაგეებს დაუწყებ კოცნას,
თითის ბალიშებს რუდუნებით შემახებ კანზე,
მე ვიცი, კარგო თავდახრილი გვამთან რომ მოხვალ,
გაგახსენდება თუ რამდენჯერ გადექი განზე.
გაგახსენდება რომ ყოველ დღე გიძღვნიდი ლოცვას,
რომ ყოველ წუთას მაფურთხებდი სულში სასტიკად,
მე ვიცი , კარგო, თავდახრილი გვამთან რომ მოხვალ
კვლავ გენდომება ყველაფერი მოხდეს თავიდან.
მაგრამ ის გრძნობა რომ გიყვარდა- მარტივად მოკვდა, 
გაითავისებ რომ უბრალოდ სულ მარტო დარჩი,
და ვიცი, კარგო, თავდახრილი ჩემს გვამთან მოხვალ,
დააგვიანებ... და არაფერს ექნება აზრი...
(და ეშაპოტზე გამოკიდულ ჩემს ცისფერ სხეულს,
ნუღარ დაუწყებ ნუღარაფრით კვლავ გადარჩენას,
ვერ გადავუხვევ ვეღარაფრით ჩემს გზას არჩეულს,
და ეს სხეულიც ტკივილისგან, უკვე, გაქვავდება)

ანნა ზეიკიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი