ჩემო ბეატრის
ჩემო ბეატრის , მძიმეა განცდა დღეს რომ ვარსებობ ხვალ კი ვინ იცის, იქნებ სულ ტყუილად ვუცდი ამ ზამთარს იქნებ კარს მოდგა ჩემი სიკვდილი... ჩემო ბეატრის , კვლავ ასე დაღლილს შენი ხელები მინდა საშველად ამ სამყაროში კვლავ მარტო დავრჩი კვლავ მარტო დავრჩი -არ ღირს გაქცევა ჩემო ბეატრის , მაჯები მტკივა მწყდება ვენები- ტოტები ატმის მიყურებ, ფიქრობ რა მშვიდად მძინავს, რა მშვიდად მძინავს ტკივილით დაღლილს. ჩემო ბეატრის, მე აღარ მინდა მე აღარ მინდა სიცოცხლე ახლა ჩემი სიცოცხლე არაფრად ღირდა ყველა ტკივილი, დარდი თუ განცდა. ჩემო ბეატრის, კვლავ ყველას ვტოვებ, და გადარჩენას ვეძებ შენს ხმაში, არ მინდა ასე მტანჯველად მოვკვდე , გეძებდე ყველა მომხიბვლელ ქალში. ჩემო ბეატრის, ზამთარი დგება მოდის და მოაქვს ზურგით ტკივილი და ვერ'ახდენილ ოცნებად მრჩება შენი ყველაზე მშვიდი ღიმილი. ჩემო ბეატრის, გთხოვ მაპატიე ასე უჩუმრად გტოვებ რადგანაც... გულში ტკივილი ვეღარ დავტიე ვერ დავტიე, მორჩა! გათავდა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი