"ეს გზა ტაძრამდე მიმიყვანს?"
"ეს გზა ტაძრამდე მიმიყვანს?" (მონანიება) გზები გამრუდნენ და ავცდი სამყაროს დამატყდა ფრთები და კარს მოდგა სიკვდილი ჩამოჯდეს ღმერთი და თავად დათვალოს ათასი ცოდვა, დარდი და ტკივილი. დავდივარ ქუჩაში რომელსაც ვერ ვიტან , თვალებს ვხრი, ჩვეულად მახრჩობენ ცრემლები არ უნდა გამეშვი არასდროს ჩემიდან, შენს თვალებს, შენს ხელებს ვერაფრით ველევი სულ ყველა ოცნება დავწვი და გავთელე, ვზივარ და ღერებს ღერებზე ვეწევი, და ყველგან სადაც კი სიკეთე დავთესე მაჯების დასერვით დავკრიფე ეკლები. სიმშვიდეს ვეძებდი შენს მზისფერ თვალებში და ბოლოს შენც გაქრი როგორც შენ გჩვევია ჩემიდან არასდროს არ უნდა გამეშვი, არ უნდა გამეშვა არასდროს ჩემიდან. თუმცა ვგრძნობ წასული ბრუნდება ყოველთვის , დარჩენილ ტკივილებს მაინც ვერ აქარწყლებს , მერე კი წარსულის ყველა მომენტი გტკივდება და აზრი უქრება დანარჩენს . საკუთარ თავიდან როგორც სიმაღლიდან ხტები და ქრებიან რწმენა და იმედი, ბოლოს კი ერთხელაც ერთ სისხამ დილას საწოლში გაყინულ სხეულად იქნები. თითები თავისით წერენ ამ სტრიქონებს თუთუნის მეორე კოლოფი დავცალე ჩემს ერთგულებას ასე რომ ითხოვდნენ სწორედ მათ უღმერთოდ სულ სხვაში გამცვალეს. ნულიდან დავიწყე და მაინც დავმარცხდი ვენებში კვლავ სისხლი დედდება მგონია ეს ღამე ხვალინდელ დღეს აღარ დამაცდის, ასეთი შეგრძნება ოდესღაც მქონია. ეს გზები ტაძრამდე მიმიყვანს ვერასდროს მარყუჟში გაჩხერილ ყელში მაქვს ცოდვები და მკერდზე ზღვისფერი წარწერით "hellados" იანგულივით მეც მარტო მოვკვდები. ანნა ზ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი