გაშალე მკლავები-ტალღები შავი ზღვის


დილის 6საათზე დაჯღაბნილი...
:)
გაშალე მკლავები- ტალღები შავი ზღვის,
ახლა მონატრება ნისლივით ჩამოწვა-
გულში და მჭირს, ო როგორ მძაფრად მჭრის
ტკივილი გულის ერთადერთ აორტას.

მაჩუქე ღიმილი- ნათება მწველი მზის ,
უშენოდ ყველა დღე ნაღველით ღამდება,
"ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის"
სულში და სიკვდილიც არაფრით ამცდება

შემახე თითები- ფოთლები საკურის ,
ღამეა , "ფოთლები მიქრიან ქარდაქარ"
ზეცამდე გაჭიმულ ჰორიზონტს გავყურებ,
თვალებში ცრემლების ტბორები ჩამდგარან .

დახარე თვალები- კაშკაშა ვარსკვლავნი,
ზეცას რომ ვცილდები მე მათი შემყურე ,
ვდგავარ ეტნასავით-უვადოთ ჩამქრალი
და შენი შეხება ამანთებს მერწმუნე.

მასწავლე ღიმილი- დარდის დავიწყება...
როგორ ავიტანო უშენოდ ამდენი,
და სანამ ბოლომდე სული გამიქრება
გთხოვ, დაუკარი ჩემს სულზე ვაგნერი.

გაშალე მკლავები- ტალღები შავი ზღვის,
ვიქნები ფრენისგან დაღლილი თოლია
შენს გულში ვიპოვი სახლს სანამ ქარი ქრის
ან სანამ სიცოცხლის ბოლო დღე მომივა.

ა.ზეიკიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი